,,ფანტასტიკური საფლავის ქვა გურიიდან?
წარწერა ოლღა მოდისტკას (ანუ მოდნიცას)
საფლავის ქვაზე. იქვე გამოკვეთილია საკერავი
მანქანა და გიტარა. ჩვენი ოლღა, ეტყობა, კარგად
კერავდა და, მოცალეობის ჟამს, ალბათ, გიტარაზე
უკრავდა. ჩვენი მოდნიცა-მოდისტკა 1922 წელს
გარდაცვლილა. მეხუთე სიტყვა ვერ ამოვიკითხე
და თუ ვინმე შეძლებს წაკითხვას, გამახარებს?
მე თუ მკითხავთ, ეს საფლავის ქვა სამუზეუმო
ექსპონატია. უფალმა აცხონოს ოლღა!
მოკლედ, რას არ გადააწყდები ინტერნეტში?”
თინათინ მღვდლიაშვილი
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...










