უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნების ნიმუშებს კიდევ ერთი საიუბილეო მედალი – „დიდგორი-900“ დაემატა. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
საიუბილეო მედლით დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჯილდოვდებიან საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
მედლით „დიდგორი-900“ საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით აჯილდოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ბრძანება 6 აგვისტოდან მოქმედებს.