„უძველესი არქიტექტურისა და ისტორიის ქუთაისი ფარდულების ქალაქად უნდა აქციონ“- ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ლიდერმა ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ განაცხადა.
მან დღეს რუსთაველის ხიდზე ბრიფინგი გამართა და აქ მშენებლობის დაწყება გააპროტესტა.
ქალაქის ცენტრში ფარდულის მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც აჩენს ეჭვს, რომ არის კორუფციული გარიგება. კულტურულ სივრცეში მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია. ნაცვალად იმისა, რომ გუბერნია და სააგენტო გელათში არსებული პრობლემით დაინტერესდეს, მსგავს შენობაზე ნებართვას გასცემენ. საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა და ეს უნდა დავასრულოთ ოქტომბერში”- განაცხადა გიგა შუშანიამ.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/283668419633940