საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია! ორი საშინაო მოგების შემდეგ “ქუთაისმა” ფინალური სერიის მე-3 შეხვედრა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა და დაძაბული მატჩის ბოლოს „ოლიმპი“ ანგარიშით 73:65 დაამარცხა. გუნდმა არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო საქართველოს ჩემპიონობა. პირველად ეს კოტე ტუღუშის თაოსნობით “ქუთაისმა” 2015 წელს შეძლო. 2021-2022 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი „ ქუთაისი-2010“-ის მთავარმა მწვრთნელი კოტე ტუღუშმა დაიმსახურა. როგორც მან მოგვინებით მეგა ტვ-ის გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ საუბრისას აღნიშნა, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კარიერის გაგრძელებას სხვაგან გეგმავს. „ოჯახთან მინდა ყოფნა, ასევე მინდა უცხოეთში მოვსინჯო ძალები“-აღნიშნა მან.