“წელს კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების აღდგომა 31 მარტსაა და მართლმადიდებლური ეკლესიის კი 5 მაისს. რატომ?!
უფრო ზუსტია კათოლიკური (და პროტესტანტული) ეკლესიის გამოთვლა (ანგარიში), რომელიც ზუსტად იცავს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო წმინდა კრების (325 წ.) დადგენილებას: რომ აღდგომის დიდი დღესასწაული უნდა აღინიშნოს გაზაფხულის დღეღამსწორობის (ესე იგი 21 მარტი თანამედროვე კალენდრით) შემდგომი სავსემთვარობის შემდგომ კვირა დღეს.
მართლმადიდებელი ეკლესია აღარ ახდენს ბუნებაზე დაკვირვებას და ბრმად მიჰყვება მე-6 საუკუნეში გამოანგარიშებულ ასტრონომიულ-მათემატიკურ წინასწარულ გამოთვლების ცხრილს, რომელიც ემყარება იულიუსის კალენდრის 21 მარტს (რომელიც დღევანდელი მოქმედი სამოქალაქო კალენდრის 3 აპრილია) და შესაბამისად აცდენილია რეალურ გაზაფხულის დღეღამსწორობას”. – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ Facebook-გვერდზე










