მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში, “ნაძირლების” სახელით ცნობილი ებრაული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი იმისთვის შეიქმნა,რომ მესამე რაიხს შიშის ზარი დასცეს. ძალის საჩვენებლად, ისინი ნაცისტებს სასტიკად კლავენ. ლეიტენენტი ალდო რაინის მეთაურობით, ისინი პარიზის ერთერთი კინოთეატრის მფლობელ ფრანგ-ებრაელ მოზარდ გოგონას შეხვდებიან.
აშშ-სა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარი ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. ფილმში ბრედ პიტი. ელაი როთი, ტილ შვაიგერი და სხვები მონაწილეობენ.
კვენტინ ტარანტინოს მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმის “უსახელო ნაბიჭვრები” შესახებ გადაცემის “შუადღე ქუთაისში” სტუმრებმა ანტონ სინატაშვილმა, ზაალ ხონელიძემ და შალვა ბოჭორიშვილმა ისაუბრეს.