15 აგვისტოს ურეკში დამხრჩვალი 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ახალციხელი ლუკა გელაშვილია, სანაპიროსთან ზღვამ გამორიყა.
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული ლუკა გელაშვილის მამა სანაპიროზე ფანარით გასულა.
„გელაშვილის მამა ჩამოსული იყო და თავად, მაშველებთან ერთად, თავისი სურვილით ერთვებოდა სამძებრო მუშაობაში. ცოტა ხნით მაინც წავალ, გულს გადავაყოლებო, – უთქვმს და კი უნახავს ერთგან, სანაპიროზე, ზღვისგან გამორიყული შვილის ცხედარი“ ამბოპბს წყარო რომელმაც ინფორმაცია გურიანიუსს მიაწოდა.