LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს

უნდა შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ – ზურაბ ჯაფარიძე

დაპოსტა 2025/06/26-ში
A A
10
ნახვა
გაზიარება

ზურაბ ჯაფარიძე – უნდა შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ – ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას

უნდა შევქმნათ ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ – ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილში წერს, რომელიც 25 ივნისით თარიღდება.

 

ოპოზიციონერის თქმით, ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს და აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია – “დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში”.

 

მისი თქმით, პოლიტიკა დღეს სწორედ ეს არის და სხვა პოლიტიკა არ არსებობს.

 

ჯაფარიძე ფიქრობს, რომ, როცა რეჟიმში “ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება”.

 

ამასთან, ის თვლის, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში: “როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია”.

 

ჯაფარიძე ვრცელ წერილში საუბრობს ერთიანობის მნიშვნელობაზე, დაკავებულ ოპოზიციონერ კოლეგებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, პროტესტის აუცილებლობაზე.

 

“ისევ იმის თქმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ TV-ს ვუყურებ, ნული წვდომა მაქვს სოც. ქსელებთან და პრაქტიკულად ნული კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესაა რასაც ვფიქრობ:

 

ეს გლოვა, “ვაიმე პოლიტიკოსები დაიჭირეს”, უნდა დასრულდეს.

 

არაფერი მოულოდნელი არ ხდება აქ და ახლა, ისევე როგორც, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც აქამდე არ მომხდარა ბევრგან, ბევრჯერ კაცობრიობის ისტორიაში.

 

მითუმეტეს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი, უარესები გველის მანამ, სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება.

 

ბიძინა და ეს რეჟიმი 1 დღეში არ გამხდარა არც დიქტატორი და არც რუსი.

 

ამიტომ რეჟიმისთვის რეჟიმის დაძახება, მისი დელეგიტიმაცია, მასთან ტყუილში არ თანამონაწილეობა, თუ ახლა სწორი სტრატეგიაა, ეს სწორი სტრატეგია იყო 1 წლის წინაც და 5 წლის წინაც.

 

ყველაფერი, რასაც ამის საპირისპიროს ვაკეთებდით – იყო შეცდომა.

 

ყველა, ვინც ამათ რუსს და ამათ მმართველობას რეჟიმს ეძახდა – იყო მართალი თავიდანვე.

 

ვინც არ უნდა იყოს ეს ხალხი.

 

ეს არ ნიშნავს, რომ, ვინც ცდებოდა, გასარიყია.

 

ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ვინც არ ცდება, იმათ მეტად დაუგდეთ ყური.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება, არის ის, რომ ყველა ერთობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

 

ერთობა არ არის მოგების გარანტია, მაგრამ აუცილებელი წინაპირობაა. ოღონდ ახლა ვუყურებ და ისე ჩანს, თითქოს ყველა ყოველთვის ერთობის მომხრე იყო.

 

ტყუილია ეს და სიყალბით არაფერი გამოვა.

 

ზოგს არ სჯეროდა, რომ გამოვიდოდა და ამიტომ ამბობდა ერთობაზე უარს, ზოგს კვლევები სხვა რამეს ეუბნებოდა, ზოგი “ნაცებთან ერთად” არ დგებოდა და ზოგი “ქოცებთან”.

 

აქ მთავარი ის კი არაა, ვინ რა პოზიციაზე იყო ადრე, მთავარი ისაა, რომ დღეს სჩადის სიყალბეს და რისთვისაა ეს სიყალბე საჭირო? რომ გამოჩნდეს, თითქოს სულ სწორ პოზიციაზე იყავი და პირადი თუ პარტიული ქულები ჩაიწერო?

 

აი, აქ გვ…….

 

დღეს რომ კიდევ პირად და პარტიულ ქულაზე ფიქრობ და არა სიმართლეზე, ეგ გვასუსტებს ყველას ერთად.

 

ნუ შვრებით მაგას.

 

არც პარტიული თუ კოალიციური ნომრების პიარია სწორი.

 

ჩემი პროზაიკული ნიჭი არ ეყოფა იმის აღწერას, რამდენად სასაცილოდ ჩანს ეგ ამბავი აქედან.

 

არც ისეთი “ცუდები” აღმოჩდნენ ეს პოლიტიკოსები, კრიტიკაც მოსულა და ლანძღვაც. მაგრამ ეს “იმათთან შეკრულია” , უნდა დასრულდეს.

 

არაფერი ისე არ გვასუსტებს, როგორც უნდობლობა.

 

უნდა გამოვიდეთ 90-იანებიდან, როცა ყველას ყველა სუკის აგენტი ეგონა.

 

არ არსებობს გარიგება, რომლის გამოც ადამიანი აქ ჩაჯდება, მითუმეტეს, რომ არავინ იცის აქედან ვინ როდის გავა გარეთ.

 

ბოლო შეხვედრებზე აქტივისტებთან, პროტესტანტებთან, დაჭერილების ოჯახის წევრებთან, სადაც პარტიების კრიტიკა ისმოდა, ყველას ვეკითხებოდი, რა ხდება მაშინ, თუ ჩვენ ყველას გვიჭერენ? მაშინ რას აკეთებთ?

 

ამას ნიშნის მოგებით არ ვაკეთებდი. მართლა მაინტერესებდა და მათთვისაც მითქვამს, რომ ეგ რეალობა დადგებოდა და როცა ვამბობდით: “დღეს ყველანი პოლიტიკოსები ხართ”, ეს არ იყო ლამაზი სიტყვები.

 

ის, რომ კენჭი არ გიყრიათ, პარტიაში არ ყოფილხართ და პოლიტიკოსს არასოდეს გეძახდნენ, არაფერს ნიშნავს.

 

ყველას მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საჯაროდ ლაპარაკი, შეცდომების დაშვება და ამის გამო, ლანძღვის ატანა.

 

ყველას წამოგცდებათ სისულელე და დაგცინებენ.

 

ყველას მოგიწევთ ფასის გადახდა საკუთარი დროით, ნერვებით.

 

ყველას მოგიწევთ ათასნაირ ადამიანთან ურთიერთობა, ათასი სისულელის მოსმენა, მოგიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება.

 

მოგიწევთ პირადი ცხოვრების ნაწილზე ან სრულად უარის თქმა.

 

სხვანაირად ვერ მოვიგებთ.

 

და პოლიტიკოსობა სხვა არაფერია იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ვართ. მეტიც, ამას ემატება ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროპაგანდით გაშავება და შეიძლება ციხეც.

 

საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანია ამაზე წამსვლელი ამ ქვეყანაში.

 

რამდენი ადამიანია, ვინც სიმართლისთვის ბრძოლას გაბედავს. რამდენი ადამიანია პოლიტიკოსობისთვის მზად.

 

ბიძინას და რუსებს ჰგონიათ, რომ ცოტა.

 

მე მგონია, რომ არც იცნობს ქართველს, არ წაუკითხავს ვეფხისტყაოსანი, არ იცის, რას წერდა ვაჟა-ფშაველა, და შესაბამისად, დროებით წარმატებით გაბრუებული, ვერც ხვდება, რას დაეჯახა.

 

ერთობის ამბავს დავუბრუნდები.

 

70 წელი დედამო%&ნულმა საბჭოთა კავშირმა და მანამდე 1 საუკუნე რუსეთის იმპერიამ ვერ დააჯერა ქართველს, რომ ქალის ცემა სწორია, რომ ათის მიერ ერთის ცემა სწორია, რომ “პაგონებს” ამოფარებული ბლატაობა ვაჟკაცობაა, რომ სახეში ქალი რომ ხელს გაგარტყამს, პოლიციაში უნდა გაიქცე, რომ ფეხმძიმე ქალთან დილის 8ზე ბინაში შევარდნა მოსულა, რომ ნარკოტიკების ჩადებით შეიძლება რაღაც დიადი მიზნისთვის იბრძოლო და ა.შ და ვის გჯერათ, რომ ბიძინა შეძლებს ამას?

 

აქედან ისე ჩანს (შეიძლება ვცდები, მაგრამ მეეჭვება) თითქოს ერთობის აუცილებლობაზე კონსენსუსია. მაგრამ გაუგებარია, ერთად რა უნდა გავაკეთოთ.

 

და რადგან ეს გაუგებარია, ამიტომ ნაწილი ფიქრობს ე.წ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მობილიზაციაზე (ეგ მეტნაკლებად გასაგები პროცესი ჩანს და მაგის კეთების გამოცდილება არასებობს), რატომაა ეს არასწორი, აღარ დავწერ, მომბეზრდა გამეორება.

 

რისი გაკეთება მგონია სწორი, მაგას დავწერ:

 

ა. რეჟიმი დგას ტყუილზე. ბევრ ტყუილზე და მთავარი ტყუილი, რომელზეც დგანან არ არის არც დიპსტეიტთან ბრძოლა და არც ბიძინას კეთილშობილება, მთავარი ტყუილი არის ის, რომ ისინი არიან უმრავლესობა!

 

მთელი მათი პროპაგანდა ემსახურება უმრავლესობის დახატვის მიზანს.

 

ყველა გორბის კვლევა იგივე ამბავია. ათასობით ტროლ-ბოტი იგივეა. მიტინგებზე ძალით და ფულით მოყვანილი ხალხი – იგივეა.

 

არჩევნების გაყალბება – იგივეა.

 

რეჟიმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დახატოს სურათი, რომ უმრავლესობა მას უჭერს მხარს.

 

ამიტომ ლაპარაკობენ მუდმივად ხალხის სახელით.

 

ამიტომ ძალადობენ, რადგან ისე აგებენ, რადგან ისე ხვდებიან, რომ ვერანაირი პროპაგანდა და ვერანაირი დაშინება ვერ ზრდის მათი მომხრეების რიცხვს.

 

არავინ ისე ზუსტად არ იცის რომ უმცირესობაში არიან, როგორც თავად მათ.

 

ბ. სწორედ იმიტომ, რომ ისინი დგანან ამ მთავარ ტყუილზე, ჩვენ არ უნდა შევიდეთ არცერთ ისეთ თამაშში, სადაც ისინი ითვლიან! ყველა ასეთი მცდელობა განწირულია კრახისთვის და შემდგომი აპათიისთვის.

 

გ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთად ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად (და არა ერთი საღამოს შეკრებით) აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა (2x-ჯერ მეტნი ვართ) და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ.

 

დ. ეს შეიძლება შეუძლებელი ყოფილიყო წლების წინ, მაგრამ დღეს შესაძლებელია – ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ.

 

ამ იდეაზე სხვადასხვა ფორმით უკვე ლაპარაკობს ბევრი. ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს. ეს აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია – დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში. ეგაა დღეს პოლიტიკა, სხვა პოლიტიკა არ არსებობს.

 

ან ყველა საჯაროდ გამოვდივართ და ვაფიქსირებთ, რომ რუსებმა უნდა გაა…., ან ვერ ვიგებთ. ჩირგვებში ყოფნის დრო დამთავრდა. ონლაინ პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა.

 

რასაც ვწერ, ეს არ არის ბიბლია, შეიძლება სხვანაირად გაკეთდეს, მაგრამ პრინციპი რომ სწორია, თავს დავდებ.

 

ე. ეს არის პირველი ეტაპი, რომ დავინახოთ ერთმანეთი, დავძლიოთ შიში, ვირწმუნოთ, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვირწმუნოთ გამარჯვების.

 

ეს რუსებმაც უნდა დაინახონ. უნდა დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, რაც დახარჯეს, რაც დრო დაკარგეს, ჩვენ დავრჩით ქართველებად და უმრავლესობა არ შევშინდით, არც გავიყიდეთ.

 

როცა რეჟიმში ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება.

 

ვ. ეს ეტაპი გასავლელია, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში. როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია, ამის მერე თუ რამდენიმე რუსი ნაბიჭვარი ისევ ცდილობს ძალაუფლების უზურპირებას, მერე მშვიდობიანად ალეწავ თავ-ყბას.

 

თუ ამას არ შვები, მონა ხარ”, – წერს ჯაფარიძე.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ამ მიმართულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

სა­ბერ­ძნეთ­ში კუნ­ძულ ქი­ოს­ზე ტყის ხან­ძრე­ბის უნებ­ლი­ედ გა­ჩე­ნა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ The Guardian-ი ავ­რცე­ლებს.   ქარ­თველ ქალს, სი­გა­რე­ტის გა­დაგ­დე­ბის შე­დე­გად, კუნ­ძულ­ზე ტყის ხან­ძრე­ბის ერთ-ერთი კე­რის შემ­თხვე­ვით გაღ­ვი­ვე­ბა­ში...

დაწვრილებითDetails

პანკისის ხეობაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა – შემთხვევის დროს 17 წლის ბიჭი დაშავდა

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს
მთავარი

ხანძრის შედეგად პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში 17 წლის ბიჭი იმყოფებოდა, რომელმაც სახის არეში დამწვრობა მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ევროპის საბჭოში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

დღეს, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია PACE-ს ვებგვერდზე დევს. კერძოდ, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატები სახელწოდებით - „საქართველოში პოლიტიკური...

დაწვრილებითDetails

მამაკაცის დაჭრის ფაქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, მოხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ. - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1998 წელს დაბადებული გ.ო. და 1994 წელს დაბადებული ე.ი. განზრახ მკვლელობის...

დაწვრილებითDetails

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მოულოდნელობების დღეა, გახალისდით და გაახალისეთ თქვენი გარემოცვა, დაგეგმეთ რომანტიკული ვახშამი, ან თუ მეწყვილე არ გყავთ, მცირე საჩუქრებით ოჯახის წევრები გაახარეთ.   კურო   შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგონიერება. ნაყოფიერი...

დაწვრილებითDetails

რესტორანში, კაცი ბრმა ტყვიით დაჭრეს

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გავრცელებული ინფორმაციით, თელავში, სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში, კაცი ბრმა ტყვიით დაჭრეს.   არსებული ცნობების თანახმად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა იარაღიდან შემთხვევით გაისროლა, ხოლო ტყვია სუფრასთან მყოფ კაცს თავის არეში მოხვდა.  ...

დაწვრილებითDetails

რამაზ სამხარაძის თქმით, “რადიო თბილისის” მთელი ქონება დააყადაღეს

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
რამაზ სამხარაძის თქმით, “რადიო თბილისის” მთელი ქონება დააყადაღეს
მთავარი

რადიო „თბილისის“ დირექტორის, რამაზ სამხარაძის ინფორმაციით, მედიაჰოლდინგ “ჰერეთის” ანგარიშები და ქონება დააყადაღეს. როგორც მან სატელევიზიო ეთერებში განაცხადა, ბრძანება შემოსავლების სამსახურმა გასცა და ამის მიზეზად ფინანსური პრობლემების გამო დაგროვებული დავალიანება დაასახელა....

დაწვრილებითDetails

სროლა ბათუმში – დაჭრილია მამაკაცი

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

დღეს, 25 ივნისს, საღამოს, ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე გასროლის ხმა იყო. პირველადი ინფორმაციით, აქ კაცი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. სასტუმრო „ლონდონთან“, სადაც აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"