LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კიდევ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ”-გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/10/17-ში
299
ნახვა
გაზიარება

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კიდევ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ, რესურსი, რომელიც გვაქვს, ძალზედ გონიერად და რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ “,-ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში განაცხადა, სადაც მმართველი გუნდი აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს.

გიორგი გახარიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩხოროწყუში სპორტული კომპლექსი მოეწყობა, ასევე იგეგმება სკოლების მშენებლობა.

„ სოფლებში, მათ შორის, ჩხოროწყუში კანალიზაციაა წესრიგში მოსაყვანი. ბევრი რამ არის ერთად გასაკეთებელი, სკოლებია ასაშენებელი და გასარემონტებელი.

ჩხოროწყუში ახალი სკოლის აშენება იგეგმება, რომელიც 2021 წელს დაიწყება. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ ჩვენ, ყველა ღირსეულად ვცხოვრობდეთ ჩვენს კუთხეში. არ იყო დიდი სხვაობა სად ვცხოვრობთ, თბილისში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ბათუმსა თუ რუსთავში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ასე იქმნება წარმატებული, ძლიერი ეკონომიკის ევროპული ქვეყნები. ეს ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ.

მიუხედავად იმისა რომ ჩხოროწყუში ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ბევრი არის გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცი რომ გვინდა, ჩხოროწყუში იყოს სპორტული კომპლექსი, ყველას ძალიან გვინდა რომ კულტურის სახლი გავარემონტოთ. ასევე ძალიან გვინდოდა ყველას, რომ ტობავარჩხილზე გზა გაგვეკეთებინა , მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კიდევ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ, რესურსი, რომელიც გვაქვს ძალზედ გონიერად და რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ, სწორი პრიორიტეტები უნდა გვქონდეს.

ამიტომ, იმისთვის რომ ჩხოროწყუს ეკონომიკა ავამუშაოთ და ტურისტი მოვიზიდოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ტობავარჩხილზე გზა გაგვეკეთებინა. რაც უფრო მეტი ტურისტი და სტუმარი ეყოლება ჩხროწყუს, მით უფრო მეტი შემოსავალი ექნება ადგილობრივ ოჯახებს.

შემდეგ უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდებზე, 2021 წელს სპორტული კომპლექსის შენებასაც დავიწყებთ. კულტურის სახლსაც მივადგებით და იმასაც გავაკეთებთ. არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ვიღაც მოვა დაგვპირდება და ერთ დღეში ყველაფერს ააშენებს, ასე არ ხდება.

ჩვენი შრომა პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს იმ ძირითად დარგებზე, რომელიც ისტორიულად აქ ყოველთვის იყო- სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა.

მინდა გითხრათ, რომ მუხურში დავიწყეთ და სულ რამდენიმე თვეში დაპატენტდება სპეციალური ბრენდი მუხურის თაფლი, რაც მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივებს თაფლი აწარმოონ და შემდგომ გაიტანონ ევროპის ბაზარზე. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ სულ მალე, რამდენიმე წელიწადში ყველამ ერთად შევძლოთ ღირსეულად ცხოვრება. ეს ჩვენი მიზანია. ამიტომ არჩევნების შემდეგ, მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინიმუმ ინვესტირებული იქნება 20 მლრდ ლარი.

ამ ფულიდან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება სამეგრელოსაც, ჩხოროწყუსაც, წალენჯიხასაც, მარტვილსაც, ყველას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც ამ კუთხეს ყოველთვის ჰქონდა, ის წარმატებული შვილები, რომლებიც ამ კუთხეს ჰყავდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს ისწავლონ აქ იმისთვის, რომ გვასახელონ როგორც კუთხე, ასევე ქვეყანა.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ 31 ოქტომბერს ღირსეული არჩევანი გავაკეთოთ. ეს არჩევანი ჩვენთვის არ გვჭირდება, ეს გვჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება120

დაკავშირებული -პოსტები

ორმხრივი სროლა ვერის სასაფლაოზე – TV პირველის ინფორმაციით ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

თებერვალი 25, 2026
777
მთავარი

"პირველების" ინფორმაციით, ორმხრივი სროლა იყო გვიან ღამით, ვერის სასაფლაოზე.  ცნობილი ხდება, რომ ცეცხლი ნიკო კვარაცხელიას  მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების დავით და გურამ (გუგა)  კაკულიების დეიდაშვილს გაუხსნეს. TV პირველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გიორგი რუხაძე სასაფლაოს...

დაწვრილებითDetails

„საპატრიარქოს უწყებანი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თებერვალი 25, 2026
35
მთავარი

„საპატრიარქოს უწყებანი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე. დეკანოზი კონსტანტინე დასვენებული იქნება ამავე ტაძარში, ხოლო დაიკრძალება შაბათს, 28 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე. მწუხარებას...

დაწვრილებითDetails

ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა და ხანგრძლივი მკურნალობა – პატარა დემეტრეს დახმარება სჭირდება

თებერვალი 25, 2026
86
მთავარი

9 წლის დემეტრე მურცხვალაძეს  დახმარება ჭირდება. "სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. დემეტრე მკურნალობას გადის იხილოვის საავადმყოფოში და მას აქვს ლიმფო ბლასტური ლეიკემიის მწვავე ფორმა და ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა და ხანგრძლივი და...

დაწვრილებითDetails

გასკდით გულზე, რეკლამებზეც არ იქნება პრობლემა-ვიქტორ ჯაფარიძე

თებერვალი 25, 2026
192
მთავარი

"ამათგან უკვე ყველაფერს ველოდებოდი, კანონის მხარდაჭერისთვის თუ დამასანქცირეს, რა საკვირველია, რომ ტელევიზიასაც დაასანქცირებენ. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ძალიან ცუდად ვაფასებ. ალბათ ის არ მოეწონათ, რომ "კამიტის" გამო ჩვენმა ქვეყანამ მათ მატყუარა...

დაწვრილებითDetails

8 სახლი გაქურდვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 25, 2026
677
Closeup of crime scene tape with police officers and police car in background. Utahlypse 2011
მთავარი

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, კაცი თესალონიკში საცხოვრებელი კორპუსის გაქურდვის დროს დაიჭირეს. ბრალდებულმა ბოლო 10 თვის განმავლობაში 8...

დაწვრილებითDetails

“იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ”-

თებერვალი 25, 2026
28
მთავარი

იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, ჩვენ უკრაინას უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ბერნარდ გეტამ განაცხადა. „ვითარებას ობიექტურად უნდა შევხედოთ. საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა” – ევროპარლამენტარი

თებერვალი 25, 2026
22
მთავარი

ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა. მან ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის წარდგენისთვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ფიზიკის პედაგოგს თამარ ცინცაძეს ემშვიდობება

თებერვალი 25, 2026
172
მთავარი

ქუთაისის N7 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით გარდაიცვალა ფიზიკის პედაგოგი თამარ ცინცაძე. სსიპ ქ. ქუთაისის N7 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის ფიზიკის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პროტესტია

თებერვალი 25, 2026
903
მთავარი

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის წინ აქციაა. მოსწავლეები და მშობლები სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.   გათავისუფლების მიზეზად კი , როგორც ნატალიას მეგობარი მზია კახაძე წერს მოსწავლეების საჩუქარი...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როგორი ამინდი იქნება 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე

თებერვალი 25, 2026
123
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. მათივე ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».