გასულ უქმეებზე ,,უნივერსალ სტუდიოს” ორგანიზებით საქველმოქმედო პროექტის ღონისძიება შედგა. წითელ ხალიჩაზე შარლიზ ტერონი შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. 46 წლის მსახიობმა თმა შეიჭრა და შავად შეიღება. მისმა ახალმა სტილმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ ვარსკვლავი ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
უმშვენიერეს შარლიზს თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა.
„-10 წელი, საოცრად გამოიყურება“, „გაახალგაზრდავებულია“, – წერენ კომენტარებში.










