LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე-ირაკლი ღარიბაშვილი

უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე-ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2023/04/04-ში
A A
76
ნახვა
გაზიარება

,,მე მინდა რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გავაცნო ჩვენს საზოგადოებას. იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, – 7.1 % არის ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შარშან გვქონდა ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის ფონზე გვაქვს საკმაოდ სოლიდური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა მიმართულებებით მაღალმა აქტიურობამ. მათ შორისაა მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ტურიზმი.

„იანვარში გვქონდა 8%-ზე მეტი და თებერვალში გვქონდა 5.8 % ეკონომიკური ზრდა, ანუ საერთო შეწონილი, საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7.1%, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში, ომები და უამრავი გამოწვევა.

ამაზე მოგვიანებით კიდევ მოგახსენებთ დამატებით, ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა.
ასევე მინდა გითხრათ, თუ რამ განაპირობა მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი, რამ შეიტანა ამ მაღალ ზრდაში, – მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ყველა მიმართულებით არის მაღალი აქტიურობა დაფიქსირებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინფლაცია მთელი მსოფლიოს გამოწვევაა, შარშან ევროზონაში ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20-25, 30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო, და ამ დროს საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, ინფლაციის 5,3%-მდე შემცირება შეძლო.

„მეორე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მინდა საზოგადოებას გავაცნო, ეს არის ინფლაციის შემცირება. მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია იყო და რჩება გამოწვევად.

დღეს მთელ მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია, ამერიკაში, ევროპაში, ევროზონაში შარშან, მაგალითად, ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო 20-25, 30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო ინფლაცია.

ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, აი, ამდენი გამოწვევის მიუხედავად, მოახერხა, რომ შარშან იყო პიკზე, ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა – 13%, წლის ბოლოს ჩვენ შევამცირეთ 9%-მდე ინფლაცია და ახლა უკვე, მარტში 5,3% არის ინფლაცია, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროგრესი. თითქმის 2,8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ინფლაცია წინა თვესთან შედარებით. ასევე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რას ნიშნავს ინფლაციის შემცირება ჩვენი ხალხისთვის.

ინფლაციური წნეხის შემცირება, რა თქმა უნდა, ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, ფასებზე, ყველაფერზე აისახება, ბუნებრივია. ეს არის შედეგი ჩვენი ერთობლივი მუშაობის, მეგობრებო. ჩვენ ამის თაობაზე, გახსოვთ, შარშან დავიწყეთ მუშაობა.

მედიკამენტებზე შევძელით და შევამცირეთ ფასები მნიშვნელოვნად, 60-70-80%-ით შევამცირეთ ფასები მედიკამენტებზე, შემოვიღეთ ასევე რეფერენტული ფასები და ჯამურად 200 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ჩვენმა ხალხმა შარშან. ასევე ჩვენ დავიწყეთ, კარგად მოგეხსენებათ, მუშაობა იმპორტიორებთან საწვავის ფასების შემცირების თაობაზე, გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები და საწვავის ფასებიც შემცირებულია.

ამანაც, რა თქმა უნდა, შეასრულა თავისი როლი, და მესამე მიმართულება, ეს არის სურსათის ფასები, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებს. ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, პირველი ეტაპის.

ახლა უკვე, ეკონომიკის სამინისტრო ძალიან მალე წარმოადგენს კანონპროექტს, აქედანაც გადავაზღვევთ, ამ კანონის მიღებითაც გადავაზღვევთ, რომ სამართლიანი წესები არსებობდეს ბაზარზე და ეს ყველაფერი ჯამში აისახა შემცირებულ ინფლაციაზე.

5,3% გვაქვს დღეს ინფლაცია, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო. ეს უნდა შევინარჩუნოთ, ამას სჭირდება გაგრძელება, ამ მუშაობას. მაღალი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება, დაბალი ინფლაცია გვჭირდება და, რაც მთავარია, გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

„მესამე ძალიან პოზიტიური ინფორმაცია, რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს იყო გამოწვევა.

შარშან, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე დასაქმების მიმართულებითაც ძალიან სერიოზული გაუმჯობესება გვქონდა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 ახალი სამუშაო ადგილი, ამის გარდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა – 4,1 პროცენტი, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის რეზერვები დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა.

„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის ისტორიულ მინიმუმზე. მთლიანი შიდა პროდუქტი, მთელი ქვეყნის ეკონომიკა ასევე არის ისტორიულ მაქსიმუმზე.

ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ასევე არის ისტორიული მაქსიმუმი, 8 000 დოლარამდე იქნება წელს უკვე. უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე.

გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ჩვენ ასევე გვქონდა პირველადი საუბარი პურის მწარმოებლებთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მათგანაც მოხდება ასახვა ფქვილის ფასებზე.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა
მთავარი

თბილისში, ყოფილ იპოდრომთან მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. წყარო: ინტერპრესნიუსი

დაწვრილებითDetails

ავარია ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე – არის მსხვერპლი

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა ახალშენის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ცნობილია, თბილისში ავარიის დროს დაღუპულის ვინაობა
მთავარი

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

დაწვრილებითDetails

თბილისში ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა - ინფორმაციას “ინფო იმერეთი" ავრცელებს. სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა. კაცი, რომელსაც მეზობლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო,...

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – არიან დაშავებულები
მთავარი

სამტრედიაში,გუშინ  რუსთაველის ქუჩაზე, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
„მარტივად ვერ გადავიტანე, კინაღამ მოვკვდი…”- ზურა შევარდნაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე
მთავარი

ზურა შევარდნაძემ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ წონის კონტროლი ბარიატრიული ქირურგიული ჩარევით მოიპოვა. თქვა ისიც, რომ ანალიზს იკეთებს წელიწადში ორჯერ, სვამს ბალახეულ ნაყენებს... მოკლედ, ჯანმრთელად ცხოვრობს. შევარდნაძემ თავისი ჯანმრთელობის ანამნეზზე ისაუბრა გადაცემაში...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
პოლონეთში ავარიას 27 წლის ქართველი ემსხვერპლა
მთავარი

იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ AprioriTV-ი ავრცელებს.  გამოცემის ინფორმაციით, ქართველს თავს უცნობი ქალი დაესხა თავს. ირკვევა, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ქუთაისში,ტრაგიკულად დაღუპულ გოგონას ახლობლები ემშვიდობებიან 
მთავარი

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის სალომე ბერაძეს ახლობლები ემშვიდობებიან : "სალოო, შენ წახვედი, მაგრამ ჩვენში ტკივილი დარჩა, როგორც ჩუმი ღამის გოდება, რომელიც სულში უშენობის მელოდიას მღერის.... მუდამ ჩვენს გულებში გადარეულოო..."...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 10, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"