ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთ საათზე ნაკლები დრო რჩება – რიონის ხეობის მცველები დღეს საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ. ისინი ძირითადი ქუჩების გადაკეტვას აპირებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება და იმ რესურსით გაგრძელდება რაც აქვთ.
“ვაპირებთ მოვაწყოთ მსვლელობა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ამას არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სად გადავაადგილდებით და რას გადავკეტავთ, მთავარია, რომ კიდევ ერთი არაგონივრული ნაბიჯი ხელისუფლების, რაც იდგმევა უკვე 209 დღეა ჩვენი მისამართით, თუ გაგრძელდება იგივე ჩვენ ამ პროტესტს არ შევწყვეტთ, იმიტომ, რომ სამართლიანი და არგუმენტირებულია, ამიტომ გაგრძელდება ვიდრე ეს ყველაფერი არ გადაწყდება ხალხის სასარგებლოდ”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.
გოლეთიანის თქმით, 12 საათისთვის სცენიდან განცხადებას გააკეთებენ და იტყვიან, თუ რომელი მიმართულებით წავლენ