ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტი, მზია ბრეგვაძე-ჭელიძე გარდაიცვლა. ამის შესახებ ორგანიზაცია „ემიგრანტების იმედი“-ის ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.
„უხმაუროდ ებრძოდა მძიმე სენს… ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.
ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა,“ – წერს შოთო სიხარულიძე.