ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველმა, სერგეი ხლანმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
მან აღნიშნა, რომ რუსების განადგურების გეოგრაფია ფართოვდება.
გარდა ამისა, დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაში განაცხადეს, რომ მტერი ხერსონის ოლქში პოზიციებიდან გავიდა.









