გიორგი კობერიძე, რომელიც ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან საომარი ვითარების შესახებ მნიშვნელოვან ანალიზსა და ინფორმციას გვაწვდის, წერს რომ აზავსტალის ნანგრევებსა და ლაბირინთებში ჩარჩენილი რუსი ოკუპანტების განეიტრალება შეძლეს.
,,მცირე განახლება მარიუპოლიდან:
“აზოვსტალში” მყოფმა უკრაინულმა სამხედრო ნაწილებმა კონტრშეტევაზე გადასვლა შეძლეს. ქარხნის ზედა ტერიტორიაზე მყოფი რუსები ნანგრევებსა და ლაბირინთებში ჩარჩნენ და მათი განეიტრალება მოხდა. უკრაინულმა ნაწილებმა აზოსვატლის ბუნკერების შესასვლელი დაიბრუნეს.
ამასთან, რუსების მხრიდან შეტევის მეორე ფაზის დაწყებიდან მოყოლებული მარიუპოლში რუსებმა 1000 სამხედრომდე დაკარგეს.
უკან დახევის შემდეგ რუსები კვლავ აგრძელებენ აზოსვსტალზე საარტილერიო იერიშს.
ქარხნის ტერიტორიას იცავს: აზოვი, საზღვაო ქვეითები, ადგილობრივი პოლიცია, მცირე რაოდენობით სპეციალური დანიშნულების რაზმი და ტერიტორიული დაცვა.”-წერს გიორგი კობერიძე.










