უკრაინის 110-ე მექანიზირებულმა ბრიგადამ რუსული მოიერიშე თვითმფრინავი CУ-25 ჩამოაგდო.
“პოკროვის სამკუთხედის რაიონში კვლავ ჩამოაგდეთ მტრის СУ-25. ორ რუს პილოტს ეყოთ სიგიჟე იმისთვის, რომ ჩვენს პოზიციებთან ახლოს ჩაეფრინათ. წინდაუდევრობის გამო ერთი მათგანი დავსაჯეთ”. – წერია 110-ე ბრიგადის Facebook გვერდზე.
19 ივლისს, 110-ე ბრიგადამ დონეცკში კიდევ ერთი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი CУ-25 გაანადგურა.










