რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელგრამ არხის, “რიბარის” ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც 6 აგვისტოს კურსკის ოლქში შეიჭრნენ, სასაზღვრო ზონაში გამაგრება მოახერხეს. უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს დასახლებები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვედრლიკოვო. ამასთან, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს კურსკის ოლქის დასახლებებთან – გონჩაროვკა და ოლეშნე. გავრცელებული ინფორმაციით, კურსკის ოლქში 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი, 2000 კი საზღვრის სიახლოვესაა განლაგებული.
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი – ნახეთ განახლებული ფასები
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 636 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.11%-ით კლებას წარმოადგენს....










