უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 20 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, განადგურდა რუსეთის 773 ტანკი, 2002 – ჯავშანტექნიკა, 376 – საარტილერიო სისტემა, 127- სარაკეტო სისტემა, 66 – ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 165 -თვითმფრინავი, 146- ვერტმფრენი, 1471 -საავტომობილო ტექნიკა, 8- გემი/კატერი, 76 – საწვავის ავზი, 148 -ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 27 – სპეციალური აღჭურვილობა, სარაკეტო კომპლექსი – 4.










