მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ომის წარმოებაში რუსეთის პატრიარქმა განცხადებებით წააქეზა, უკრაინის რუსული ეკლესიის 19-მა მღვდელმთავარმა პატრიარქ კირილეს მოხსენიება შეწყვიტა.
ამ დრომდე უკრაინის რუსული ეკლესიის შემდეგმა მღვდელმთავრებმა შეწყვიტეს რუსეთის ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს მოხსენიება:
- სუმის მიტროპოლიტმა ევლოგიმ;
- ვოლოდიმირ-ვოლინის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა;
- მუკაჩევის მიტროპოლიტმა თეოდორემ;
- ლვოვისა და გალიციის მიტროპოლიტმა ფილარეტმა;
- რივნის ეპისკოპოსმა პიმენმა;
- ვინიცას მიტროპოლიტმა ბარსანოფმა;
- ჟიტომირის მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა;
- ხმელნიცისა და სტაროკონსტანოვის მიტროპოლიტმა ანტონიმ;
- ლუცკისა და ვოლინის მთავარეპისკოპოსმა ნათანაელმა;
- ივანო-ფრანკივსკის მიტროპოლიტმა სერაფიმემ;
- უმანისა და ზვენიგოროდსკის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა;
- მოგილივ-პოდლისკისა და შარგოროდსკის მიტროპოლიტმა აღაპიტმა;
- შეპეტევსკისა და სლავუტსკის მთავარეპისკოპოსმა ევსევიმ;
- ჩერნივეცკისა და ბუკოვინას მიტროპოლიტმა მელეტიოსმა;
- ჩერკასისა და კანივსკის მიტროპოლიტმა თეოდოსიმ;
- ვოზნესენსკისა და პერვომაისკის მთავარეპისკოპოსმა ალექსიმ;
- კამიანეც-პოდოლსკისა და გოროდოცკის მიტროპოლტმა თეოდორემ;
- ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტმა სერგიმ;
- ტულჩინსკისა და ბრაცლავსკის მიტროპოლიტმა იონათანმა.
ამასთან, უკრაინის რუსული ეკლესიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ონოფრე მიუხედავად პატრიარქ კირილეს ომის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებისა, კვლავ მისი ერთგული რჩება.










