უკრაინის პრეზიდენტმა, მორიგ ვიდეომიმართვაში, რუსების მიერ განადგურებული უკრაინული დასახლებების აღდგენის შესახებ ისაუბრა.
„უკრაინის რეკონსტრუქცია კოლოსალურ ინვესტიციებს მოითხოვს: მილიარდებს, ახალ ტექნოლოგიებს, საუკეთესო პრაქტიკას, ახალ ინსტიტუტებსა და, რა თქმა უნდა, რეფორმებს. უკრაინა ორშაბათს, ლუგანოში, წარადგენს ეროვნულ ხედვას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი დროის უდიდესი ეკონომიკური პროექტი ევროპაში და არაჩვეულებრივი შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომელსაც ჩვენ მოვიწვევთ უკრაინაში სამუშაოდ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.









