უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში გეგმა B-ზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არის საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა და უკრაინის ხელისუფლებას აქვს სხვადასხვა ვარიანტები ქვეყნის ხელმძღვანელობიდან მისი შესაძლო მკვლელობის შემთხვევაში.
“ჩვენ, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, მომზადებული და გაყოფილი ვართ. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
ჩვენ გვესმოდა, რომ ზარალი რომ ყოფილიყო, ამ პროცესისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. მინისტრთა კაბინეტი ორ ნაწილად გავყავით, რომ ქვეყანა დაცული ყოფილიყო თუნდაც ასეთი შედეგებისგან“,- თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ, ასევე, იხუმრა რუსეთის მხიდან მისი მკვლელობის დაკვეთის შესახებ:
“იმდენი ძალისხმევა დახარჯა ხალხმა, ენერგია და ფული… მე მზად ვარ დავეხმარო მათ… მაგრამ დილით ვიღვიძებ და ვიღვიძებ”,- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკიმ აღნიშა, რომ მისი მკვლელობის საფრთხე მუდმივად არსებობს და ეს საკიტხი მტრისთვის დღის წესრიგში დგას.










