უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია წითელ ჯვარს მიმართავს, შევიდეს უკრაინაში და გაიტანოს რუსი ჯარისკაცების ცხედრები – “ათასობით რუსი დამპყრობლის ცხედარია. მივმართავთ ICRC-ს, ჩაერთოს ამ ჰუმანიტარულ მისიაში“, – თქვა მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.