ღირსებისა და თავისუფლების დღე | უკრაინა ევრომაიდნის 10 წლისთავს აღნიშნავს
2013 წლის 21 ნოემბერს, უკრაინელები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ და მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა.
საერთო ჯამში, ევრომაიდანს 100-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავს, რომლებსაც მოგვიანებით “ზეციური ასეული” უწოდეს. საპროტესტო აქციების შედეგად უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა. ქვეყნის პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კი რუსეთში გაიქცა.