” უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის რაიონის თავზე 3 რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყო გამოშვებული. მადლობა სამხედროებს უნაკლო მუშაობისთვის”, – განაცხადა მარჩენკომ.
რუსებმა ასევე, სცადეს საჰაერო დაზვერვა დრონის გამოყენებით, მაგრამ ის ასევე ჩამოაგდეს.
ბოლო ცნობით, რეგიონის ცა მთლიანად უკრაინის საჰაერო ძალების კონტროლის ქვეშაა.










