უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 205 ბავშვია დაღუპული, 362-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 018 სასწავლო დაწესებულება, აქედან 95 მთლიანად განადგურდა.










