ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი გენოციდად აღიარეს.
ესტონეთის საკანონმდებლო ორგანომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებისა და გენოციდის შესახებ განცხადებას მხარი ერთხმად დაუჭირა.
„რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გენოციდის აქტები ჩაიდინა. საუბარია მკვლელობებზე, ხალხის გატაცებაზე, წამებასა გაუპატიურებაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ლატვიის პარლამენტმა ასევე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.










