“შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ უკრაინაში ბრიტანეთის მოქალაქე მოკლეს. მხარდაჭერას ვუცხადებთ მის ოჯახს”, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყება.
სიბლი დიდი ბრიტანეთის პირველი მოქალაქეა, დიდი ბრიტანეთის არმიის ვეტერანი, 36 წლის სკოტ სიბლი რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს ემსხვერპლა. ის ადრე სამეფო ლოგისტიკის კორპუსში მსახურობდა.
ვარაუდობენ, რომ იგი რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხრეთში ან აღმოსავლეთში დაიღუპა.
გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ დაკარგულია ბრიტანთის კიდევ ერთი მოქალაქე.
“ჩვენ ვიცით უკრაინაში გაუჩინარებული ბრიტანეთის მოქალაქის შესახებ. ვცდილობთ სწრაფად მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია”, – აცხადებენ უწყებაში.










