უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო შანსს დონალდ ტრამპი წარმოადგენს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
„თუ ვინმეს შეუძლია, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს, ეს ალბათ, აშშ-ის პრეზიდენტია. საკითხავი ის არის, თუ რამდენად მტკიცედ ექნება მას ეს გადაწყვეტილი, რადგან ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იყოს“, – განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სათანადოდ ჰყავს შეფასებული.
„მისი პირველი ვადისას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება ამის მტკიცებულებაა, მან იცის სად შეუძლია ზიანის მიყენება“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.