უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს და სპეციალურ ოთახში დააყოვნეს. 3 სამხედრო მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ ადგილზე ადვოკატები მოითხოვეს. საგამოძიებო უწყებას მათთვის კითხვები არ დაუსვამს.
როგორც კი მივაწოდეთ პასპორტები, ეგრევე წაიღეს ჩვენი პასპორტები. დაახლოებით 1 საათში დაგვიძახეს დაკითხვაზე. მე უარი ვუთხარი. ადვოკატს დავურეკე და როცა მიხვდნენ, რომ ადვოკატსა და ჟურნალისტებს დავურეკე, ეგრევე გაგვიშვეს სულ ყველა. იმიტომ, რომ მთავრობა გვყავს პრორუსული”, – ამბობს ქართველი სამხედრო