კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მამუკა კეკელია უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა.
“სიღრმისეულად მართალი კაცი, ბევრი ჭირ-ვარამ გამოვლილი, მტრის სისხლის მღვრელი, ქართულ სისხლის მჩეფი! ვიცი იქ იქნები სადაც მართალნი განისვენებენ სტარიკ! 💔💔💔”
“პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს, ვუსამძიმრებ საქართველოს,
ვუსამძიმრებ საძმაკაცოს.
კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ, მამუკა კეკელია ,,სტარი,, შენს ვაშკაც სულს ვენაცვალე ძმაო უშიშარო გაუტეხელო ძმაო 🙁
დიდება გმირებს
😔😔😔🫡🇺🇦🇬🇪”
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 58 მოქალაქე დაიღუპა.