უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ, ამირან ზოიძე ავდეევკის ბრძოლებში დაიღუპა.
“ვწუხვარ და ვიზიარებ, ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, საქართველოს და ჩემ აჭარას. დიდება გმირებს“, – წერს ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში.
არსებული ცნობებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 60-ზე მეტი ქართველია დაღუპული.