უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით ქუჩუკიანს სამშობლოში 13 აპრილს, 04:25 საათზე ჩამოასვენებენ. ინფორმაციას ნადიმ ხმალაძე ავრცელებს:
“დავით ქუჩუკიანის ცხედარი ჩამოფრინდება 13.04.2023 04.25 დილით. დავხვდეთ ჩვენ გმირს #დიდებაგმირებს”, – წერს ნადიმ ხმალაძე.
დავით ქუჩუკიანი უკრაინაში, საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია კი 5 აპრილს გავრცელდა.
ცნობილია, რომ დავით ქუჩუკიანი გამოცდილი ჯარისკაცი იყო და სამხედრო მისიით, ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში.