საქართველო უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ემშვიდობება – დავით გობეჯიშვილი ვარშავიდან სამშობლოში დღეს დილით გადმოასვენეს.
აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, უბრალო მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება.










