ახალი წლის ღამით დაბომბვის შედეგად 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 2 კი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს .
ტიმოშენკოს ინფორმაციით, 1 იანვარს ადგილობრივი დროით 9 საათზე 50 ადამიანი დაშავდა, ორი გარდაიცვალა. ასევე, მან Telegram-ზე რეგიონების მიხედვით დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა:
- დნეპროპეტროვსკის ოლქი – 1 დაჭრილი.
- დონეცკის ოლქი – 1 დაჭრილი.
- ზაპოროჟიეს ოლქტი – 5 დაჭრილი.
- ნიკოლაევის ოლქი – 6 დაჭრილი.
- ხარკოვის ოლქი – 1 დაჭრილი.
- ხერსონის რაიონი – 1 დაღუპული, 4 დაჭრილი.
- ხმელნიცკის რაიონი – 1 დაჭრილი.
- კიევი – 1 დაღუპული, 22 დაჭრილი