უკრაინამ რუსეთს ყოველგვარი პირობის გარეშე 5 მძიმედ დაჭრილი პატიმარი გადასცა, – ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
“ჟენევის კონვენციების ნორმების მიხედვით, უკრაინულმა მხარემ აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დააბრუნა ოკუპანტების კიდევ ხუთი მძიმედ დაჭრილი ტყვე, მათ შორის ერთი ქალი, რომელიც უკრაინის ტყვეობაში იმყოფებოდა”, – წერია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პატიმრების მდგომარეობა ისე დასტაბილურდა, რომ ისინი ტრანსპორტირებისთვის შესაფერისი გახდნენ.
გარდა ამისა, რუსეთს უკრაიანმ რამადანის დროს ორი მუსლიმი სამხედრო ტყვე გადასცა, რომლებიც რუსების მხარეს იბრძოდნენ.