გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 10 წლის გოგო დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, 10 წლის მოზარდი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„შემოყვანილია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, პაციენტს აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე გადაუდებელი რენიმაციული ღონისძიებების პარალელურად, დაწყებულია ყველა საჭირო კვლევა“, – განაცხადა „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტატო ქაჯაიამ.