სოფელ ივანდიდში დახმარებას ითოხოვენ. ადგილობრივი მაცხოვრებლი ირინე საღინაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :
“ივანდიდი-სოფელი იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში.
სოფელში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა-ხონი-სამტრედია.სოფლის ადმინისტრაციული ერთეული მოიცავს შიდა გზებსაც.ეს,ივანდიდის მე-20-ე ქუჩის გზაა,რომელიც ამ დროისთვის ასე გამოიყურება.მე-20-ე ქუჩიდან 6 ბავშვს უწევს სკოლისკენ მიმავალი ამ გზის გავლა და უკან დაბრუნება ყოველ დღე.
ფოტოზე დედაჩემია,რომელმაც მძიმე ინსულტიდან,მხოლოდ ორი წლის შემდეგ,მთხოვა ქუჩაში გადაყვანა.უკან დავაბრუნე და ცხარე ცრემლებით ატირდა.ასეც რომ არ იყოს,რა კანონიერი საფუძვლით ხდება ივანდიდის შიდა გზების რეაბილიტაციის შერჩევა?!
პრობლემის გასაჯაროებიდან გამომდინარე,ხონის მუნიციპალიტეტიდან ველი დასაბუთებულ პასუხს უმოკლეს ვადაში”