“უვნებლად როგორ გადავრჩი დღემდე არ მჯერა, შკოდა რა თქმა უნდა ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურას ეკუთვნოდა, რომელსაც გაგიკვირდებათდა და მთვრალი მძღოლი მართავდა” – მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა გაგუა ავარიის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს და ფოტოებს აზიარებს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ისე გამოვიდა რომ 12 სექტემბერს ღმერთმა მეორე შანსი მომცა და ახლიდან დავიბადე, აწი მე და ჩემი გოგო ოლღა ერთად აღვნიშნავთ დაბადების დღეს.
ამბავი კი ესე მოხდა: ღამის პირველ საათზე მეგობრის მანქანით, მარტო მარტვილიდან მოვდიოდი თბილისისკენ, ვმოძრაობდი პირველ ზოლში 90 კმ/სთ სიჩქარით, მცხეთაში ჯვრის მონასტრის ძირას უკნიდან დამეჯახა შკოდა და დარტყმის ადგილიდან 30 მეტრი გამაფრინა(ჰაერში ორი ბრუნის დათვლა კი მოვასწარი ), უვნებლად როგორ გადავრჩი დღემდე არ მჯერა(დაახლოებით ისეთი ისტორიაა თავში რომ მაცივარი მოხვდა ოთახში მჯდომი კაცის დედას )
შკოდა რათქმაუნდა ერთერთ სახელმწიფო სტრუქტურას ეკუთვნოდა, რომელსაც გაგიკვირდებათდა და მთვრალი მძღოლი მართავდა(ისეც უვნებლად გადარჩა)
დანარჩენი კანონის სრული დაცვით გაგრძელდა…(იმედია ახალ მანქანას მალე მომიყვანენ)
ხოდა რა მინდა გითხრა როცა დალევთ შეირგეთ და ნურც საკუთარ თავს დაუშავებთ და ნურც სხვას მოკლავთ” – წერს ზაზა გაგუა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე