LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები – ოთხი ოპოზიციური გაერთიანება

“უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა ” – არასამთავრობო ორგანიზაციები

დაპოსტა 2025/07/16-ში
A A
33
ნახვა
გაზიარება

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა , – ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

ორგანიზაციები მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის „ევროპული არჩევნისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი“.

„15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება. წერილი ასახავს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში არსებული მდგომარეობის – დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სტანდარტების დარღვევისა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო.

ჩვენ, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით ევროკავშირის მიერ დასმულ სამართლიან კითხვებს და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ:

  • საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვეს არა ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების ძალისხმევით — ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც დემოკრატიული რეფორმების გატარებას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ადამიანის უფლებათა დაცვას ეფუძნებოდა;
  • ყველასთვის ცხადია, რომ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელისუფლების მოქმედებები არსებითად სცდება იმ ჩარჩოებს, რაც ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების შესრულებას გულისხმობს. კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისა და ევროპული გზისთვის არსებითი საფრთხეა;
  • თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ათწლეულების შრომით მიღწეული პროგრესი და რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნის დასავლურ მომავალს.

მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის: ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი არ შეეგუება დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ევროპასთან გვაკავშირებს არა მხოლოდ დოკუმენტურად, არამედ არსობრივად — თავისუფლების, ღირსებისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე.

მოვუწოდებთ ივანიშვილს, შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევნისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

1.ასოციაცია “სოციალური ქოლგა”

2.აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)

3.აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის

4.ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის

5.განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი

6.გორელ ფოტოგრაფთა კლუბი – გორის ხელოვნების სახლი

7.დემოკრატიის კვლევის ცენტრი

8.დემოკრატიის მცველები

9.ევროპულ-ქართული ინსტიტუტი

10.ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

11.ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

12.ლომეკი

13.მედიაომბუდსმენი

14.პრევენცია პროგრესისთვის

15.პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი

16.ჟურნალისტთა კავშირი “ხალხის ხმა”

17.საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

18.სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

19.სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

20.საორსა

21.საფარი

22.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

23.საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია

24.საქართველოს ევროპული ორბიტა

25.საქართველოს ფსიქო სოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა

26.საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

27.ტოლერანტობისა და დემოკრატიის ინსტიტუტი

28.უფლებები საქართველო

29.ქალები რეგიონის განვითარებისთვის

30.ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”

31.შშმ ქალთა ალიანსი

  1. წამებისმსხვერპლთაფსიქოსოციალურიდასამედიცინორეაბილიტაციისცენტრი – GCRT

33.DOCA დოკუმენტური კინოს ასოციაცია

34.ENPUD -ფენიქსი 2009

35.Femina

36.Start now

37.WeResearch

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

სამტრედიაში, ახლობლები რეზო რუხაძეს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
სამტრედიაში, ახლობლები რეზო რუხაძეს ეძებენ
მთავარი

სამტრედიაში ახლობლები რეზო რუხაძეს ეძებენ- ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამტრედია(იანეთი) რეზო რუხაძე, 22 წლის. გუშინ, დაახლოებით 12 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მისამართი, საიდანაც გავიდა:...

დაწვრილებითDetails

11 რამ, რაც ზაფხულში მანქანაში არ უნდა დატოვოთ

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

თუ მანქანას 22°C-ზე პირდაპირ მზის შუქზე გააჩერებთ, შიგნით ტემპერატურა საათში 48°C-ს მიაღწევს. ხოლო ცხელ დღეს, სალონის ცალკეული ნაწილები თბება 70 °C-მდე. შესაბამისად, ყველა ნივთის შენახვა არ შეიძლება მანქანის სალონში. ჩვენ...

დაწვრილებითDetails

„ობლად გაზრდილი, პატიოსანი ახალგაზრდა იყო…“ – ცნობილია, ადიგენში მოკლული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ადიგენში მოკლული 33 წლის წინ კაცი შოთიკო (ბათია) ხარაიშვილია. „ობლად გაზრდილი, პატიოსანი, მშრომელი და საუკეთესო ახალგაზრდა იყო შოთიკო. ასე როგორ გაიმეტეს...“ - წერს გარდაცვლილის ახლობელი. შემთხვევა გუშინ, სოფლის ცენტრში მოხდა. ახალგაზრდა კაცს...

დაწვრილებითDetails

“რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი ” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული - კონკრეტულმა ელჩებმა- დეგნანმა და დანიგანმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის თვისებრივად გაუარესებაში, აქედან...

დაწვრილებითDetails

“20 ივნისის ღამეს 2 მთავარი მოქმედი პირი ჰყავდა” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

20 ივნისის ღამეს ჰყავდა 2 მთავარი მოქმედი პირი: ერთ მხარეს იყო პირობითად, მელია და მეორე მხარეს იყო გახარია, ევროპული და ყოფილი ამერიკული ბიუროკრატია გულმხურვალედ იცავდა როგორც მელიას, ისე გახარიას. კარგია, რომ...

დაწვრილებითDetails

” მძლავრი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გრძელდება”- კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

გლობალურ ომის პარტიას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით უნდა დაერწმუნებინა ქართველი ხალხი, რომ მთავრობა ასცდა დასავლურ კურსს, ხოლო ამის შემდეგ ისევ ქართველი ხალხის ხელით უნდა მოეყვანათ ქვეყანაში აგენტურული ხელისუფლება, რომელიც, პირდაპირი გაგებით, მეორე...

დაწვრილებითDetails

ანზორ კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
ანზორ კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა....

დაწვრილებითDetails

“ჩემი საქმე შეკერილია” – პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული ანზორ კვარაცხელია

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
“ჩემი საქმე შეკერილია” – პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული ანზორ კვარაცხელია
მთავარი

ერთ რაღაცას გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ, როცა ჩამოვა, რადგან ემიგრანტი მყავს, - ეს სიტყვები პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე სხდომათა დარბაზში განაცხადა. მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ მისი...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება: ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე სრულიად უსაფუძვლო თავდასხმებმა იმდენად მასშტაბური ხასიათი შეიძინა, რომ, როგორც ქართველ ხალხთან ანგარიშვალდებული, ასევე ჩვენ ქვეყანაში მშვიდობასა და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია გონიოში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 18, 2025
0
ცნობილია გონიოში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, ოთო დეკანიძე, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. გუშინ, გონიოში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"