LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვის მოიაზრებს ქუთაისის მერად “ქართული ოცნება”

უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა – დავით ერემეიშვილი

დაპოსტა 2025/08/12-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი გუნდის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს რომ ეს მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

“უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა – ვიყო ქალაქ ქუთაისის არჩეული მერი.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად წარადგინა ყველა ის კანდიდატი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებად უნდა იქნენ არჩეული.

ქვეყნის მმართველი გუნდის ნდობა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ქუთაისელთა ნდობის და პატივისცემის გამოხატულებაა და მადლობელი ვარ ამ ნდობისთვის!

6 წელია ვემსახურები ქუთაისს და ქუთაისელებს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ვიცი, რას ნიშნავს იყო ამ მართლაც განსაკუთრებული ქალაქის პირველი პირი – რთულია, მაგრამ საამაყო და ეს პასუხისმგებლობა ორმაგდება, როცა თანაქალაქელთა ნებით და არჩევანით ხდები ქალაქის მერი.

ამ წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ქუთაისში უამრავი პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ და კიდევ უფრო მეტი გვაქვს დაგეგმილი. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები იქცა რეალობად და ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობა.

მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვაკეთე ყველაფერი ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის.

მჯერა, ამ საარჩევნო მარათონსაც წარმატებით გავივლით თქვენთან ერთად და ღირსეულად გავიმარჯვებთ!

მშვიდობა საქართველოს!

მეტი განვითარება ქუთაისს!”

ქუთაისის მერობის კანდიდატის დავით ერემეიშვილის განათლება:
•    1988-1991 წლები – ქ. თბილისის, კ.ნ. ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სამხედრო სკოლა, საერთო საჯარისო სპეციალობა;
•    1991-1992 წლები – ქ. მოსკოვის ბალაშიხის უმაღლესი სამხედრო აკადემია, საერთო საჯარისო ფაკულტეტი;
•    1992-1995 წლები – ქ. ქუთაისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ტურიზმის ორგანიზაცია და მართვა;
•    2003-2005 წლები – ქ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა.

სამუშაო გამოცდილება:
•    1996-2000 წლები – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის თანამშრომელი;
•    2000-2002 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგანგებო ლეგიონი, კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველო, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
•    2002-2003 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო ოპერატიული სამსახური, ოპერატიული თანამშრომელი;
•    2003-2005 წლები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
•    2007-2015 წლები – ს.ს. „საქართველოს ბანკი“-ის პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი;
•    2015-2016 წლები –  ს.ს. „საქართველოს ბანკი“-ის პრობლემური აქტივების და რესტრუქტურიზაციის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის რეგიონალური მენეჯერი;
•    2016-2019 წლები – სს „მოგო“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტი, პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის დასავლეთის განყოფილების უფროსი;
•    2019-2020 წლები – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის პირველი მოადგილე
•    11.04.2020 – 14.12.2020 წლები – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი
•    15.12.2020 – 19.07.2024 ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის პირველი მოადგილე.
•     20.07.2024 წლიდან დღემდე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი

ფლობს რუსულ (ძალიან კარგად) და ინგლისურ (საშუალოდ) ენებს.
ჰყავს სამი შვილი.

ცნობისთის, “ქართულმა ოცნებამ” გუშინ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული.  ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობისთვის 17 პარტია დარეგისტრირდა, მათ შორის არიან ,,ლელოსა” და ,,გახარია საქართველოს” პარტიები. საქართველოში 8 ოპოზიციური გაერთიანება ადგილოვრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი და  სამოქალაქო სექტორი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხივს, ამ მოთხოვნით 250 დღეზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

13 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

13 მარტს, საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი.   ქვეყნის უმეტეს ნაწილში პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.   დღისით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან. ახლობლების თქმით მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა.   "დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გატყობინებთ საყვარელი ალექსანდრე (ალეკო) ხარაბაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი - ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა - შაბათს, 14...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები:...

დაწვრილებითDetails

” ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით” – ნიკოლ ფაშინიანი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს
მთავარი

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

“არაპროფესიონალი, უვიცი ადამიანები საუბრობენ, რა ხდება საქართველოში ” – დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ის რაც ენმ_ს ქვეყნისთვის სურდათ,თავად დაემართათ_დავით მათიკაშვილი
მთავარი

აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში - ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები...

დაწვრილებითDetails

ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
მთავარი

წმინდა კიპრიანე იყო ყველაზე ძლიერი ჯადოქარი, რომელიც თვით სატანას ემსახურებოდა. მაგრამ წმინდა იუსტიანესთან შეხვედრის შემდეგ, მან აღიარა ქრისტე და ყველა თავისი ჯადოქრული წიგნები დაწვა. ჯადოქრობის შემდეგ, ქრისტესთვის წამებულ წმინდანად შერაცხულ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

13 მარტი -  პარასკევი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +13 +18°; მთაში ღამით...

დაწვრილებითDetails

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი ანუ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"