სოფელ უდეში, 15 წლის თორნიკეს ოჯახი რამდენიმე საათია ეძებს. თორნიკეს დედის თქმით, ბიჭი სახლიდან გაიპარა. მას ცისფერი მაისური და ნაცრისფერი შარვალი აცვია. დაკარგული ბიჭი ვერ მეტყველებს.
„ზუსტად არ მახსოვს რომელ საათზე გავიდა სახლიდან. საფლავებიდან ჩამოვედით, ალბათ 5 წუთიც არ იქნებოდა მარტო და მაშინ გაიპარა სახლიდან. აცვია ცისფერი მაისური პერანგის სტილში, ნაცრისფერი სპორტული შარვალი და თეთრი ბოტასები“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ დაკარგულის დედა, დიანა.
ბიჭს, ოჯახის წევრებთან ერთად, სოფელი უდის მცხოვრებლები და პოლიცია ეძებს.
პოვნის შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე 597870818 დიანა.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე