2025 წლის ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 274 102 ლარი შევიდა, ჯამში, იანვარ-ივნისში კი 990 165 ლარის მობილიზება მოხდა. აღნიშნულს მოწმობს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მონაცემები.
აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში უბილეთო მგზავრობისთვის გადახდილი ჯარიმების მოცულობა შემცირებულია. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ივნისში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 1 735 471 ლარი შევიდა.
ცნობისთვის, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარის ოდენობით.