უბედურ შემთხვევას ქუთაისელი ბაიკერი ალექსანდრე ნუცუბიძე ემსხვერპლა. ის ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია ახალგაზრდა ბიჭი გუშინ, წყალტუბოს გზაზე ახალი მოტოციკლეტით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა.
ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:
„ალე, რამდენი მოგონება უნდა გავიხსენო. შენნაირი საოცარი ადამიანები რატო უნდა მიდიოდნენ ასე უდროოდ…შენი სიცილი სამუდამოდ თვალწინ მექნება“
„წუხანდელი ღამე არარეალურ სამყაროში გავატარე, ვერ ვიჯერებ“










