2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო განხილვები გრძელდება. ამჯერად საკონსტიტუციო განხილვა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. საკონსტიტუციო კანონპროექტები ადგილობრივებს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ გააცნო. განსახილველად ცვლილების ორი პროექტია გამოტანილი. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა, ნულოვანი ბარიერით ჩატარდებას ტვალისიწნებს . ოპოზიცია კი არჩევნების 3%-იანი ბარიერით ჩატარებას და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითხოვს. შეხევედრაზე ასევე მნიშვნელოვნად დადგა ამომრჩევლის გააქტიურების საკითხი. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ გარკვეული საჯარიმო სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც კი ისაუბრა. ამომრჩევლის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა პოლიტიკოსმა გიორგი ახვლედიანმა .
“ობლად დარჩენილი ოთხი პატარა” – ცნობილია ავარიაში დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა
მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ცოლ-ქმარი. წყვილი ავტომობილით მდინარე ნენსკრაში გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები უკვე ამოასვენეს. “მეგა ნიუსის” ინფორმაციით დაღუპულები არიან მზეო უმფრიანი და ლევან...