ტყიბულში დაჭრილი მამაკაცს, რომელსაც დაზიანება სანადირო თოფით აქვს მიყენებული, პირველი სამედიცინო დახმარება გაეწია.
დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა, თუმცა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მომხდარზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული.
ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.