LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ტყიბულში 24 ათასზე მეტი ადამიანისთვის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ტყიბულში 24 ათასზე მეტი ადამიანისთვის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

დაპოსტა 2019/10/26-ში
A A
176
ნახვა
გაზიარება

ტყიბულში 67-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ტყიბულის და მისი მიმდებარე 11 სოფლის − მუხურას, სოჩხეთის, წყნორის, ძმუისის, გურნას, ბზიაურის, მანჭიორის, ციხიას, ბობოთის, ხრესილის, ლეღვას, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების 24 ათასზე მეტი მცხოვრები ისარგებლებს.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივთა საჭიროებებზეა ორიენტირებული. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისით ისარგებლებს.

ტყიბულის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთხუთმეტეა. ტყიბულის გარდა, ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოსა და საჩხერეში.

თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომლის ინფრასტრუქტურა შშმ პირებზეა მორგებული, სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ოფისი ცენტრის გახსნამდე 2005 წლიდან ახობაძის ქ. №12-ში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა. მცირე ფართობი და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა მოქალაქეთა ხარისხიან მომსახურებას ართულებდა, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის კი, სახელმწიფო სერვისებზე წვდომა განსაკუთრებულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც.

მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია, მიიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, წარადგინოს განაცხადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა. ამავე ცენტრში პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურების მიღებაც იქნება შესაძლებელი.

67-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა. ცენტრი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნეს.  იუსტიციის მინისტრმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული „ტყიბულქალაქობა“ და საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ერთად მიულოცა. გახსნის საზეიმო ღონისძიებას თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ესწრებოდნენ.

მიმდინარე წლის ბოლომდე 8 საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაა დაგეგმილი, კერძოდ: ქედაში, ხულოში, ამბროლაურში, დუშეთში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოსა და ყაჩაღანში.

 

თეგები: საზოგადოებრივი ცენტრიტყიბული
გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”
მთავარი

„არის ქსელები, რომლებშიც სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას“, - ამის შესახებ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი...

დაწვრილებითDetails

ძლიერი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

2026 წლის 5 მარტს ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა აშშ-ში, ალასკის რეგიონში, ბერინგის ზღვის სიახლოვეს. მიწისძვრის სიმძლავრემ დაახლოებით 6.4–6.5 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ალეუტის კუნძულებთან, დაახლოებით 200 კილომეტრის მანძილზე Attu Station-იდან. ბიძგი მოხდა დაახლოებით 42 კილომეტრის სიღრმეზე,...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
სამეგრელოში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
მთავარი

„დროული გადაწყვეტილებით და კოორდინირებული მოქმედებით ახალშობილი ბინაზე დაიბადა. ჯვარის რაიონული სამსახურის მე-10 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ახალი გამოძახება მიიღეს ლოზუნგით “კვებითი ინტოქსიკაცია“. ექიმი მარინა ჩაგანავა იხსენებს, რომ საჭიროდ ჩათვალა ზარის...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული  სააგენტოს აჭარის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა  ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი  ზ. გ., რომელსაც ცხოველების სადგომში  კუსტარულად ჰქონდა  მოწყობილი ფრინველთა  სასაკლაო, სადაც...

დაწვრილებითDetails

ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

by თამარა ქავთარაძე
მარტი 5, 2026
0
ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
მთავარი

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებას აკეთებს – “თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა!”. “თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა...

დაწვრილებითDetails

“ტექინსპექტირების საფასური 50%-ით უნდა გაიზარდოს”- გიორგი შიოლაშვილი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 5, 2026
0
“ტექინსპექტირების საფასური 50%-ით უნდა გაიზარდოს”- გიორგი შიოლაშვილი
მთავარი

“ტექინსპექტირების საფასური 50%-ით უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტორს ოპერირება გაუჭირდება”  – ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შიოლაშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. შიოლაშვილის განცხადებით, უცვლელი ტარიფი პირდაპირ აისახება ცენტრების...

დაწვრილებითDetails

კალაძე საგამოძიებო უწყებას გიგაურითა და ხიდაშელით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 5, 2026
0
“შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა…” – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე
მთავარი

კახა კალაძე თვლის, რომ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის განცხადებით  საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს, საუბარია თინა ხიდაშელის მიერ TV პირველის გადაცემა “რეაქციაში” გაკეთებულ განცხადებაზე. ამასთან, კახა კალაძე ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”...

დაწვრილებითDetails

დეფოფლისწყაროში გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

დეფოფლისწყაროში გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად დამწვარი შუახნის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს მოხდა. კაცი თავდაპირველად დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი...

დაწვრილებითDetails

ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

სენაკში გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ცეცხლი ე.წ.“ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა. მამაკაცმა, რომელიც აღნიშნულ შენობაში დარაჯად მუშაობდა, შენობიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია. უცნობია,...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
მთავარი

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები იპოვეს, - გამოცემა „ეხოკავკაზას“ ცნობით, ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ რუსულ მედიას დაუდასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა. დროებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"