LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ტყეში განთავსებისათვის ფუტკრის 1 სკა – 1 ლარი ეღირება

დაპოსტა 2022/05/19-ში
182
ნახვა
გაზიარება

ტყეში სკების დადგმა ფასიანი გახდა. ინფორმაციას გამოცემა BM.GE ავრცელებს და წერს, რომ ცვლილება საქართველოს მთავრობის “ტყითსარგებლობის წესის შესახებ” 221-ე დებულებაში შევიდა. ეროვნული სატყეო სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანი დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირებაა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოცემას უთხრეს, საქართველოს მთავრობის “ტყით სარგებლობის წესის შესახებ’’ N221 დებულების დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსების ფასად – 1 ლარის ნაცვლად, 10 ლარი იყო მითითებული, რაც ტექნიკური ხარვეზია.

„საქართველოს მთავრობის “ტყითსარგებლობის წესის შესახებ’’ N221 დებულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა და ის სიმბოლური ფასი – 1 ლარი (1 სკა წლის განმავლობაში) ეღირება.

აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანია დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირება. ამასთან, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ.

გამომდინარე იქიდან, რომ სექტორის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა ქართული თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტის (წარმოშობის) მიღებაზე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ახალი კოდექსით შემოვიდა სარგებლობის სახე – ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა.

ტყის ახალი კოდექსიდან გამომდინარე, ტყის რესურსისა და ტყის მიწებით სარგებლობა კომერციული მიზნით არის ფასიანი, შესაბამისად, საჭირო იყო სარგებლობის ფასის დადგენა, რაც სიმბოლურ თანხად 1 ლარად განისაზღვრა.

როგორც მოგეხსენებათ, ტყის ახალი კოდექსი ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვარს, რამაც ტყით სარგებლობის ერთ-ერთ სახედ დაადგინა ფუტკრის მეურნეობის წარმოება.

შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს სიახლეს და უკვე ერთ წელზე მეტია განხილვის საგანია დარგობრივ სექტორში. დადგენილებაში კი, დაზუსტდა სარგებლობის წესები და პირობები, როგორც არამერქნულ ტყის რესურსზე (ისიც სიმბოლურ 1 ლარად). აღსანიშნავია, რომ სარგებლობის საფასურად განისაზღვრა მინიმალური თანხა, (ერთ სკაზე 1 ლარი).

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ,,ტყით სარგებლობის წესის შესახებ’’ N221 დებულების დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსების ფასად – 1 ლარის ნაცვლად, 10 ლარი იყო მითითებული, რაც ტექნიკური ხარვეზია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება73

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი კობახიძე პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქართველ მწარმოებლებს შეხვდა

იანვარი 26, 2026
3
ეკონომიკა

ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს ირაკლი კობახიძე „ხუდონჰესის“ პროექტთან დაკავშირებით

იანვარი 26, 2026
9
ეკონომიკა

დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისთვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის,...

დაწვრილებითDetails

ფასების საკითხზე სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე დასრულდება – ირაკლი კობახიძე

იანვარი 26, 2026
3
მთავარი

არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს - მაქსიმალურად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი ამოცანა , - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი – პროკურატურამ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 26, 2026
58
მთავარი

პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო....

დაწვრილებითDetails

“მოვიდა დილით, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი, სავარძელზე დატოვა წერილი” – რა ხდება სუს-თან

იანვარი 26, 2026
759
მთავარი

"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით...

დაწვრილებითDetails

არსებული ინფორმაციით, სუს-თან, მანქანაში ცხედარი იპოვეს

იანვარი 26, 2026
243
მთავარი

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში სუს-ის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს და საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კლიმინალისტები.

დაწვრილებითDetails

გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

იანვარი 26, 2026
35
მთავარი

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. შეგახსენებთ, გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“მიუღწეველი არაფერი არ არის… უნდა დაწესდეს ყველა მედიკამენტზე არა უმეტეს საშუალო რეფერენტული ფასები”-ზაზა ლომინაძე

იანვარი 26, 2026
58
მთავარი

სამთავრობო-საპარლამენტო კომისია მზად არის იმისათვის, რომ ჩვენს თითოეულ მოქალაქესთან, შემომტანებთან, ბიზნესმენებთან ერთად განვიხილოთ ის საკითხები, თუ სად შეიძლება დარეგულირდეს და მივიღოთ ის ფასები, რომელიც მისაღებია ჩვენი მოქალაქეებისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“...

დაწვრილებითDetails

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 26, 2026
470
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და აქტიურია. კარგი დროა ახალი იდეების დასაწყებად, თუმცა მოერიდეთ ზედმეტ იმპულსურობას.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. ემოციურად კი სტაბილურობას იგრძნობთ და ახლობლებთან ურთიერთობა გაგიხალისებთ.   ტყუპები...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

იანვარი 26, 2026
587
ამინდი

26 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +16...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».