უკრაინაში მებრძოლი ,,მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის” დამფუძნებელი ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში საქართველოში რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და თანამებრძოლების ოჯახების წევრთა დაშინების მცდელობის შესახებ საუბრობს:
,,რუსული სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე და ჩვენი მებრძოლების ოჯახების დაშინებაზე/დანაშაულზე თუ გადახვალთ განადგურდებით!
რამოდენიმე მცდელობა არის და გირჩევთ, აქედანვე შეწყვიტოთ უგუნური საქციელი, თუ ყველა არა, რომელიმე თქვენგანს დააჯდება “სიკვდილის ბუზი” და ახლა იმკითხავეთ, რომელს.
საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებთ!
თუ მთავრობა ვერ აგვარებს საკითხებს იძულებული ვართ თავად დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები!
ჩვენი ოჯახების მტერი ჩვენი მოსისხლე მტერია, რომელიც უთუოდ განადგურდება!
ტურებო თავს ნუ გამოაყენებინებთ “КГБ” – სისტემას, ეს დამღუპველია!”-წერს ლადო გამსახურდია.