აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან ბათილად ცნო ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაცემული შეწყალებები.
ტრამპის თქმით, ექვსი იანვრის საგამოძიებო კომიტეტის წევრებზე გაცემული საპრეზიდენტო შეწყალებებზე არა პრეზიდენტის უშუალო ხელმოწერა, არამედ ავტომატურად გენერირებული ხელმოწერაა დატანილი.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ბაიდენმა არც კი იცოდა, მისი სახელით რა დოკუმენტებს აწერდნენ ხელს.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯო ბაიდენს მათთვის ხელი არ მოუწერია, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა!. შეწყალებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ბაიდენისთვის არ იყო ახსნილი და არც დამტკიცებული იყო მის მიერ. მან არაფერი იცოდა მათ შესახებ, ხოლო ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, შესაძლოა, დანაშაული ჩაიდინეს“, – დაწერა ტრამპმა.