გერმანული „ჰაიდენჰაიმის’’ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა „ჰოფენჰაიმთან’’ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება. ბუნდესლიგის გასულ ტურში ქართველი ფორვარდი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, რადგან ბარძაყის ტრავმამ შეაწუხა.
„ჰონსაკი და ბუდუ ტრავმირებულები იყვნენ. იმედი მაქვს, დღეს სავარჯიშო პროცესში სრული დატვირთვით მიიღებენ მონაწილეობას’’ – აღნიშნა შმიდტმა.